12-13 ივნისს საქართველოს ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეიმონ გილმორ ეწვევა, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეიმონ გილმორი საქართველოს ეუთოს თანათავმჯდომარის რანგში ეწვევა.
"რაც ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამეგობრო სახელმწიფოების წრე გაფართოებული გვქონდეს. მათთან გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა კარგი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს", - აღნიშნა კალანდაძემ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ქართული მხარე მოწადინებულია, რომ ირლანდიასთან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს.