12 ივნისს, 13:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა. ელჩის მოადგილე ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან შეხვედრისას 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესს აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ-ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომელთაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული.