2012 წელს მოსალოდნელი აპოკალიფსის თემა მეცნიერების მიერ ადრინდელზე უფრო ხშირი განხილვის საგანია. ამ საკითხთან მიმართებაში ჩატარებული ბოლო გამოკვლევის თანახმად, მსოფლიო შესაძლოა ძალიან მალე და თან მოულოდნელად დაიღუპოს, თან თვითონ. ინფორმაციას ამის შესახებ "Focus"-ი ავრცელებს.
მეცნიერთა ჯგუფის აზრით, რომელიც 22 წამყვანი მსოფლიო ბიოლოგისგან, ეკოლოგისგან, პალეონტოლოგისგან და გეოლოგისგან შედგება, მოსალოდნელ აპოკალიფსში არაფერი ფანტასტიკური არ იქნება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სამყაროს დასასსრული სრულიად ბუნებრივი ეკოლოგიური მიზეზების გამო დადგება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ეკოსისტემა უცბად ჩაიშლება მაშინ, როგორც კი "კრიტიკული ზღვარი" გადაილახება. მეცნიერენი აცხადებენ, რომ გარდაუვალი დასასრული დადგომას თავად კაცობრიობა უწყობს ხელს. ეკოლოგია, - აცხადებენ ისინი, - დროთა განმავლობაში უარესდება, პლანეტის მოსახლეობა იზრდება ხოლო რესურსების რაოდენობა მცირდება. მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ სამყაროს დასასრული შესაძლოა უკვე ამ ასწლეულში დადგეს და ამაში არცთუ ისე მცირე როლს შეასრულებს გლობალური დათბობა.
სპეციალუსტებმა ასევე დაიანგარიშეს, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9,3 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, საერთო ტემპერატურა კი პლანეტაზე ორ გრადუსზე მეტად მოიმატებს. ამ ცვლილებების შეჩერება კი შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეცხრე ადამიანს სჯერა, რომ მსოფლიო დასასრული მალე დადგება.