საქართველოში მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღეს შენარჩუნება. აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა.
"სიცხეები გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს, ოღონდ სამი დღის განმავლობაში. 16-17 ივნისს დასავლეთში ცოტა აგრილდება . 17-იდან დასალვლეთის, ასევე აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ მაღალი ტემპერატურის ფონზე. მერე ისევ სიცხეები გველოდება, დაახლოებით 35◦-მდე", - განაცხადა ნიორაძემ.