,,ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში ორგანიზებულ აქციას ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე არ დაესწრება, _ აღნიშნულის შესახებ, ეკატერინე ხვედელიძემ ,,მაეტროს" ეთერში, თამარ ჩიქოვანის გადაცემაში განაცხადა. ივანიშვილის მეუღლემ მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახისადმი არსებული საფრთხით ახსნა.
,,10 ივნისს ქუთაისში მე აღარ ვიქნები, მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიჭირს ასე მსუბუქად ამ საკითხზე ლაპარაკი, თუ მოხდა ისე, რომ ბიძინამ ვეღარ გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ მე ვიტვირთებ და მე გავაგრძელებ. ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა აღარ არის სასურველი", _ განცხადა ხვედელიძემ.
მისივე თქმით, არNაღნიშნული საფრთხე 27 მაისს მანიფესტაციის შემდეგ უფრო რეალური გახდა, რადგან ხელისუფლებამ დაინახა ხალხის რეალური განწყობა.
,,ყველა კარგად ხედავს ამ საფრთხის არსებობას, რადგან 27 მაისმა მთავრობას კარგად დაანახა ხალხის განწყობა. ეს მხოლოდ რაოდენობაზე დამოკიდებული არ იყო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენს იტყვის რამდენი კაცი იყო აქციაზე მოსული. ჩვენ იქ მდგომებმა კარგად დავინეხეთ, თუ რა ძალა ვართ, რამდენი ვართ, რა შეგვიძლია და შესაბამისად, ეს ხომ მთავრობამაც კარგად დაინახა. მათ უკვე კარგად დაინახეს, რომ პროცესი გარდაუვალია, რაც არ უნდა გააკეთონ ეს პროცესი აღარ შეჩერდება",_ განცხადა ეკატერინე ხვედელიძემ.
.