10:30 - გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის ზღვაზე ველორბოლა გაიმართება.
12:00 - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა შიდა ქართლის რეგიონში სოფელ ტყვიავის მოსახლეობას შეხვდება.
12:15 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს.
13:00 - "ახალი მემარჯვენეების" ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თავართქილძე პარტიის ბათუმის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "ხულოს რაიონში მეწყერული მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები".
მის.: ბათუმი, გამსახურდიას ქ. #4, 595 95 65 67
14:00 - "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "რატომ აფარებს ხელს ხელისუფლება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გარემოს დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით".
მის.: ს. კანდელაკის ქ. #55, 599 92 56 48
14:15 - საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები: გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, ლაშა თორდია და პავლე კუბლაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდებიან.
15:30 - პარლამენტში თურქეთის რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდებიან.
19:00 - ბოტანიკურ ბაღში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო გაიმართება.
23:00 - Senate Club-ში გაიმართება მუსიკალურ-გასართობი საღამო გერმანელი მუსიკოსის, რობერტ ბაბიჩის მონაწილეობით.