მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას განათლების სექტორის დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს.
როგორც ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განათლების სამინისტოსთვის გამოყოფილი თანხა პოლიციის დაფინანსებისთვის 2-ჯერ ნაკლებია.
"523 მილიონია განათლების და მეცნიერების დაფინანსება წლევანდელი წლის ბიუჯეტში, მაშინ როცა პოლიციაზე და თავდაცვაზე თითქმის ორჯერ მეტი - 800-800- მლნ-ია გათვალისწინებული", - განაცხადა ნოღაიდელმა.
ამასთან, ექსპრემიერი საჯარო სკოლებში სამხედრო განათლების შემოღების ინიციატივითაც უკმაყოფილოა და მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილებების "უკან წაღებისკენ" მოუწოდებს.
"სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღება პირდაპირ ნიშნავს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. რაც შეეხება იმას, რომ ეს საგანი მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას გაზრდის, ეს ყველაფერი ბლეფია", - განმარტა ნოღაიდელმა.