ცესკო-სა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის ხელშეწყობა და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათი მაქსიმალური ინფორმირებაა.
მხარეები ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, კონსულტაციების, ინფორმაციის გაზიარების და დისკუსიების სახით, ერთობლივ აქტივობებს განახორციელებენ.
თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიას სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.