27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიღნაღის თეატრში ცნობილი ლოტბარის, ვალიკო ნანობაშვილის საპატივსაცემოდ, ფოლკლორული საღამო „შემოძახილი ქიზიყიდან" გაიმართება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიებაზე მაყურებელი ამ შემსრულებლის ძველ ჩანაწერებს მოისმენს.