თბილისისა და საქართველოს რეგიონების, ისრაელის, თურქეთის, ლიბანის, სირიის, ირანის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის ნაწილი გუშინ ღამით უცნაური მოვლენის მოწმე გახდა - ცა სპირალისებურმა სინათლემ გაანათა, რომელიც მალე გაქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა უცნაური ნათება
რუსეთში, კერძოდ ასტრახანში, გამოცდის მიზნით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა "ტოპოლი" იყოს.
შეგახსენებთ: წარსულში ნორვეგიის ცაზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა. შემდგომ როგორც გაირკვა აღნიშნული ფაქტი რუსების მიერ საცდელად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. რაკეტამ კონტროლი დაკარგა და სპირალისებურად დაიწყო ბრუნვა. სპეციალისტების მეორე ვერსიით, უცნაური ნათება შესაზლოა საშუალო ან პატარა ზომის მეტეორია, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა.