პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენის უფროსი მაკა გიგაური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის პარლამენტში ჩამონგრევის შესახებ. გიგაურის მტკიცებით, არანაირ ნგრევას ქუთაიისში მშენებარე შენობაზე, ადგილი არ ჰქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა და მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ნატო ქათამაძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი და შენობაში შესვლის საშუალებას არავის აძლევენ.