2010 წელს კახეთის რეგიონს ტრანსფერის სახით 21 863 500 ლარი გამოეყო. ყველაზე მეტი ტრანსფერი 4 226 400 ლარი გურჯაანის მუნიციპალიტეტს ერგო, ხოლო ყველაზე ცოტა დედოფლისწყაროს - 1 333 400 ლარი.
ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერი 2 446 300 ლარით განისაზღვრა; თელავის მუნიციპალიტეტი ტრანსფერის სახით 3 185 800 ლარს მიიღებს; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 3 722 400 ლარს; საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 2 398 600 ლარს; სიღნაღის მუნიციპალიტეტი 2 295 800 ლარს; ყვარლის მუნიციპალიტეტი 2 254 900 ლარს.
გასულ წელთან შედარებით მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემები ტრანსფერები წელს თითქმის გაორმაგებულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტმა რევაზ საყევარიშვილმა განუცხადა, ტრანსფერების გაზრდა 2010 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. „ტრანსფერების გაზრდა ცალსახად უკავშირდება პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ იმ აქტივობებს, რომლებიც მთავრობამ კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულებში უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის გამარჯვება".