სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ხინთბა "შეცდომას" უწოდებს აშშ-ს გადაწყვეტილებას ნეიტრალური პასპორტების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება მან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხინთბა ამ გადაწყვეტილებას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის "კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომა" უწოდა.
"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კლინტონმა თავის გამოსვლაში მხოლოდ მცირედი ნაწილი დაუთმო, მაგრამ უკიდურეს შეხდომად მივიჩნევ გადაწყვეტილებას ნეიტრალური პასპორტების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომაა ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა, მას შემდეგ რაც მათ თანხმობა განაცხადეს გამოიყენონ ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ იმას, რაზეც საუბრობდა კლინტონი არავითარი ურთიერთობა არა აქვს კონფლიქტის დარეგილირებასთან.
"ეს მხოლოდ და მხოლოდ შეაგულიანებს საქართველოს ახალი ავანტიურებისათვის", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელსიუფლება თავის ე.წ. მოქალაქეებს ენდობა და იმედს იტოვებს, რომ მათ კარგად ესმით, თუ რა საფრთხის შემცველია ქართული ნეიტრალური პასპორტები.
"დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც სისხლისმღვრელი ომი და სასტიკი ბლოკადა გადაიტანეს და რომლებმაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს არასოდეს არ აიღებენ ამ დოკუმენტებს", _ აცხადებს ხინთბა ამის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მაინც აფრთხილებს.
"თქვენი ხაფანგში შეტყუება სურთ, რომელსაც თბილსის ხელისუფლება აი უკვე მრავალი წელია აგებს. თბილისის მიზანი ცხადია - დაგვაბრუნოს ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ მისცეს ჩვენს მოქალაქეებს ვიზა. ისინი ცდილობენ უარი გვათქმევინონ ჩვენს იდენტურობაზე. ამას ვერ ეღირსებიან", _ აცხადებს ირაკლი ხინთბა.