თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად არსებული ინფორმაციით საქართველოს 9 მოქალაქე დაშავდა
თურქეთიდან-საქართველოსკენ მომავალი ავოტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცხრა მოქალაქე დაშავდა. თუმცა საქართველოს საკონსულოს განცხადებით, დაშავებულების შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე დგინდება.
ადგილბრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ქალაქ გირესუნთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.