ხვალ, 6 ივნისს, 10 საათიდან 17 საათამდე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩაისუბნის, ბუხაიძის, კუმისის, ურიცკის, უზნაძის (ნაწილობრივ), დგებუაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის II, III და V კვარტლების, თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
7 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, მუხიანის I და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.