ფილიპინებზე დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში ჩამოყვანის თარიღი კვლავ უცნობია. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, მეზღვაურების თბილისში ტრანსპორტირებისთვის საჭირო გარკვეული ტექნიკური, ფინანსური და ბიუროკრატიული საკითხები ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს 15 იანვარს ყველა ბრალდება მოეხსნათ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.