ოფიციალური თბილისის მტკციებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები საქართველოში რუსეთის სარჩელის საფუძველზე არ ჩამოდიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"მოსამართლეების ვიზიტის შესახებ ჩვენს ნაკლებინფორმირებულნი ვართ, თუმცა მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ და აგვისტოს ომთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდოთ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ტალიავინის დასკვნის შემდეგ (რომელშიც ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა დადასტურებულია), მსგავსი დოკუმენტი საერთაშორისო სასამართლოს მხრიდანაც დაიდოს.
ამასთან, ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებთან თავადაც ითანამშრომლონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოვლენ. როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მოსამართლეები თბილისს რუსეთის სარჩელის საფუძველზე ეწვევიან, რომელშიც საქართველო ომის დაწყებასა და ოსი ხალხის გემოციდშია დადანაშაულებული.