დღეს, 5 ივნისს, 08:00 საათზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სასტუმრო "ბათუმის რადისონში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდება. გილაური და კლინტონი საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომის თანათავმჯდომარეები იქნებიან.
იმავდროულად შედგება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
ჰილარი კლინტონისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ "იუსტიციის სახლში" დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც, პროგრამის თანახმად, 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც მართავს შეხვედრებს.
კლინტონი საქართველოში, ბატუმში, 4 ივნისს სომხეთიდან ჩამოვიდა. კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ბათუმიდან აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ თურქეთში გაემგზავრება.