საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორმხრივ შეხვედრებაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
"ყველა საკითხი, რომელიც საქართველოს ან ამერიკის მხრიდან შეფასებული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი, განხილული იქნება. პირველ ყოვლისა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ყველა სამუაშო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა შედგება, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მუშაობენ. შედგება ქალბტონ კლინტონის შეხვედრა პრემიერთან, შემდეგ პრემიერ-მინისტრთან და თუ რამე საკითხია პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ან ადამიანების კონტაქტების შესახებ, ყველა ეს საკითხი იქნება განხილული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, განხილული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ.
შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დღეს, 21: 00 საათზე ეწვევა.