სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაფხულო გაწვევა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც ცენტრალური გამწვევი კომისიის თავჯდომარეა, დღეს გამართულ ბრიფინგზე საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შედეგები შეაჯამა.
რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და დანიშნულ ვადაზე ერთი თვით ადრე დასრულდა.
საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სულ 4 400 წვევამდელი გაიწვიეს.