ხელისუფლება, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე, ზედმეტად დარიცხული პენსიების და კომპენსაციების ლეგალიზებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს შევიდა.
კანონპროექტის მიხედვით, თუ ვინმეს 2012 წლის 1 ივნისამდე პენსია და ან სახელმწიფო კომპენსაცია არასწორად, კერძოდ, ზედმეტად დაერიცხა, მის უკან დაბრუნებას აღარ მოსთხოვენ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ოთარ თოიძე და გიორგი გოდაბრელიძე არიან.
პროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.