დღეს, 4 ივნისს, 11.00 საათზე კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილეები თბილისში მეტროების - "თავისუფლებისა" და "რუსთაველის" წინ საინფორმაციო აქციას გამართავენ .
"ეს შენ გეხება"-ს მონაწილეები მოქალაქეებს დეტალურად აუხსნიან, კონკრეტულად რას ითვალისწინებს კამპანიის მეორე ეტაპი, რომელიც საარჩევნო და მედია გარემოს გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.
აქციის მიმდინარეობისას დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.
შეგახსენებთ, რომ კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს.
კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას "საარჩევნო კოდექსში" და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში.