დღეს, 4 ივნისს, 11 საათიდან 17 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
ასევე, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III, IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და ბავშთა სოფელს.