სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას არ აპირებს. ამის შესახებ რეჟისორმა რუსულ ტელეარხ "რასიასთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად განაცხადა.
"საქმე უარს არ ეხება. მე არასდროს მითქვამს, რომ ფილმის გადაღებას ვაპირებდი. ურთიერთობა მქონდა სამხრეთ ოსეთის რამდენიმე წარმომადგენელთან, მაგრამ მე მათ მაშინვე ვუთხარი, რომ ახლა სხვა პროექტზე ვმუშაობ. მათ მაინც დაიჟინეს, ამიტომაც ჩავედი იქ და ვნახე ნაომარი ქალაქი. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ემოციურად დაკავშირებული ვარ სხვა პროექტთან და ამ ფილმის გადაღებას არ ვაპირებ", - განაცხადა კუსტურიცამ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი 23 იანვარს კრემლში დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა პრესის ინფორმაციით, მედვედევმა მას კვლავ აგვისტოს ომზე ფილმის გადაღება სთხოვა.