,,FREEDON HOUSE" აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტოს რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ადამინის უფლებები მთავარ თემად აქციოს.
ამასთან "Freedom House" აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს კერძოდ: ,,აზერბაიჯანში ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ აქტივისტებს აშინებენ და აკავებენ ანტისამთავრობო დემოსტრაციების დროს. საქართველო უზრუნველყოფს ზოგიერთ, თუმცა არა ყველა ინსტიტუციურ გარანტიას და უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარების იმედსაც იძლევა, თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო ეფექტური და განვითარებული პოლიტიკური პლატფორმების შექმნისთვის ერთგვარი ტესტია. სომხეთის ხელისუფლების მიერ დაპირებული რეფორმების მიუხედავად კი, პოლიტიკასა და ბიზნესს შორის არსებული პრობლემები ისევ მოუგვარებელია, რაც ბიზნესის გამჭვირვალობას აფერხებს", - აღნიშნავს ორგანიზაციის დირექტორი დევიდ კრემერი.
შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს 5 ივნისს ეწვევა.