2012 წლის პირველ 5 თვეს, საქართველო 1 299 685-მა ვიზიტორმა მოინახულა. შს სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვის მონაცემები წინა წლის მონაცემების ნახევარია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ მაისის თვე კი 321 164 ვიზიტით განისაზღვრა, რაც გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 57.3 პროცენტით მეტია და აღემატება 2011 წლის ე.წ. "საკურორტო სეზონის" თვეების (ივლისი-აგვისტო) მონაცემებსაც.
"ზოგადად კი, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 5-თვიან ინტერვალში ვიზიტების რაოდენობის საშუალო ყოველთვიური 48.2%-იანი ზრდა ფიქსირდება", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისიკურ მონაცემებში.