დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდინახეში" ქ. კარლსრუეს "სანდკორნ" თეატრის სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნივერსიტეტის საიუბილეო კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.
სტუ-ში თეატრ-სტუდია "მოდინახეს" და გფრ-ის ქ. კარლსრუეს "სანდკორნ" თეატრს შორის.
1986 წლიდან არსებობს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და შემოქმედებითი კონტაქტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ორი თეატრის სპექტაკლების მონაცვლეობით ჩვენებას ქ. კარლსრუეს ტექნიკური სასწავლებლების და შესაბამისად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გერმანულ და ქართულ ენებზე.
პროექტის ავტორები არიან პროფესორები: ზიგფრიდ კრაინერი და ნუგზარ ბუცხრიკიძე. პროექტი ორივე ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულია და 26 წელიწადია გრძელდება.
ამჯერად ღონისძიებები სტუ-ის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური თეატრის, "მოდი ნახეს" ინიციატივით და რექტორატის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამაში შედის 2 ცნობილი სპექტაკლის "ფიზიკოსებისა" და "მინესტრონეს" ჩვენება, გერმანულ და ინგლისურ ენაზე.
"მინესტრონეს" მონაწილე მსახიობები წარმოაიდგენენ სხვადასხვა ადამიანის ისტორიას,
გმირები ამ ისტორიებს გვიყვებიან მოძრაობებით, ჟესტიკულაციით, მუსიკითა და ნაკლებად იყენებენ სიტყვებს.
"მინესტრონეში" მონაწილე მსახიობები ჩამოფრინდნენ იტალიიდან. ისინი თვითონ იტალიელები არიან და ამ სპექტაკლით წარმატებით მოიარეს მთელი ევროპა. ამჯერად 90 წლის იუბილეს ულოცავენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
გერმანული სპექტაკლი, დიურმანტის "ფიზიკოსები", მეცნიერების განვითარების, კერძოდ, ატომური იარაღის პრობლემატურ თემატიკაზე მოგვითხრობს. მოქმედებები ძალზე საინტერესოდ და დინამიკურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მსახიობთა გამომსახველობითი თამაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტაციული კორპუსის წინ ცნობილმა მხატვარმა გუნტრამ პროხარსკამ, სტუ-ის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ორიგინალური შოუ წარმოადგინა. ხის მასალისგან შექმნა ხელოვნების ნიმუში "განათლების სიძლიერის ბუნების ცოდნის" სიმბოლო, რომელიც საჩუქრად გადასცა საიუბილეოდ სტუ-ს, რომელიმე სკვერში განსათავსებლად. შოუს ესწრებოდნენ სტუ-ის სტუდენტები, ასევე მასწავლებლები, გერმანიის საელჩოს საკონსულოს და სხვადასხვა გერმანულენოვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.