"ქრისტიან დემოკრატებმა" ბათუმში , პარტიის ახალგუზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ბავშვთა დაცვის დღე ინკლუზიური დღის ცენტრის „თანას" აღსაზრდელებს მიულოცეს. „ქრისტიან- დემოკრატებმა" ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები მიუტანეს. პარტიის წევრები მსგავს საქველმოქმედო აქციებს ტრადიციულად ახორციელებენ. „თანას" აღსაზრდელებმა სტუმრებს საგანგებო კონცერტი გაუმართეს.
"ეს ღონისძიება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით განხორციელდა. ჩვენ ტრადიციულად ყოველ პირველ ივნისს მოვდივართ ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებთან და ვცდილობთ მათთან გატარებული რამდენიმე მხიარული საათით ცოტათი მაინც გავულამაზოთ ცხოვრება. ვფიქრობ ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ყურადღება და თანადგომა." - განაცხადა ქდმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაზი ქობულაძემ.