თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას ვარაუდობს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საგანელიძემ განაცხადა და მიზეზად კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება დაასახელა.
"მაქვს ინფორმაცია საკრებულოს წებრების მხრიდან, რომ ჩემს განთავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაა მიღებული. მიზეზი, რა თქმა უნდა, ვიცი, თუმცა არავის დაუსახელებია. მიზეზი ბუნებრივია, არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ განვაცხადე: კოალიცია "ქართულ ოცნებაში შესვლის შესახებ" , _ განაცხადა ჟურნალისტებთან დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ: დავით საგანელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე შემოდგომაზე "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატის, ზურაბ აბაშიძის ნაცვლად დაინიშნა.