ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იმყოფება. ბიულენთ არინჩი ბათუმში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად თბილისიდან ჩაფრინდა. აეროპორტში ვიცე-პრემიერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე და ართვინის გუბერნატორი ნეჯმათინ ქალქანი დახვდნენ.
ბიულენთ არინჩს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან. ის ასევე დაათვალიერებს ბათუმის იუსტიციის სახლს და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.