ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას "ერთად შევეგებოთ ევროპას". ავტობუსი, სადაც მობილური საინფორმაციო ცენტრი განთავსდება, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება. კამპანიის მიზანია წარმოაჩინოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია და მასალები საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. სტუმრებს ექნებათ საშუალება, ნახონ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები პროექტების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან დაგეგმილ განხილვებშიდა მიიღონ საკვანძო ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თნამშრომლობის შესახებ.
პირველი გასვლითი ღონისძიება მოეწყობა გორში 2 ივნისს. გორის მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროექტი, რომელიც შიდა ქართლში ხორციელდება.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ავტობუსი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს ესტუმრება. საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სხვა მასალებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც კონფლიქტების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
მობილური საინფორმაციო ცენტრი „ერთად შევეგებოთ ევროპას - ბორბლებზე" პროექტის„ერთად შევეგებოთ ევროპას" ნაწილია.