მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ეძლევა და ოჯახთან ერთად გაიზიაროს სიდედრის გარდაცვალების მწუხარება. პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,ივერონის" პრეს-კლუბში გამართული სკაიპ-კონფერენციის დროს განაცხადა.
,,განახლებული საქართველოსთვის" ინფორმაციით, როგორც ცნობილმა ბიზნესმენმა აღნიშნა, მისი ოჯახი უკვე თბილისში იმყოფება, ხოლო მას, როგორც პიროვნებას, რომელიც ,,საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას", კვლავ არ ეძლევა საშუალება გადმოკვეთოს ქვეყნის საზღვარი და ოფიციალურად შემოვიდეს საქართველოში. ,,მინდია გულუას აკრძალული აქვს შემოსვლა საქართველოში ,ჯერჯერობით და სამწუხაროდ, მე ვერ დავესწრები დაკრძალვას. შემიძლია დავასახელო ამ გადაწყვეტილების შემსრულებელი - საქრთველოს კონტრდაზვერვის სამსახური, მაზმიაშვილის უწყება, რომელიც ემორჩილება ამირან მესხელსა და ვანო მერაბიშვილს. მე დღემდე არ ვიცი თუ რა საფრთხეს ვუქმნი საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საქართველოდან არასოდეს არაფერი წამიღია და პირიქით იქით ჩამომიტანია, შემიქმნია სამუშაო ადგილები და გადამიხდია გადასახადები. მე შემაწყვეტინეს ეკლესიის მშენებლობა ჩხოროწყუში და ახლა ვითომ თვითონ აფინანსებენ ამ მშნებლობას. ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოპულიზმი და მეტი არაფერი." როგორც მინდია გულუამ აღნიშნა, მას არც შარშან მიეცა კონტრდაზვერვის უწყების მიერ ბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლის საშუალება და ასევე აეკრძალა საქართველოში შემოსვლა როგორც ქართული დიაპორის ხელმძღვანელს რუსეთში. ,,ეს არის არაქრისტიანული მიდგომა, ასეთ ადამიანებს არც წიგნი აქვთ წაკითხული და არც კინო უნახავთ, სადაც მტერსაც კი პატივს სცემენ და აძლევენ საშუალებას რამდენიმე საათით, დაემშვიდობოს თავის უსაყვარლეს ადამიანს". ჟურნალსტის კითხვაზე აპირებს თუ არა იგი მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ფაქტთან დაკავშირებით, მინდია გულუამ განაცხადა, რომ ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით იგეგმება ხანგრძლივი ტურნე, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებთან, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ისრაელში, საფრანგეთსა და გერმანიაში, და ეს საკითხები აუცილებლად იქნება დასმული საუბრის დროს, თუმცა წერილობითი ინფორმაცია ამ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე გაგზავნილია. როგორც ცნობილია ცნობილი ბიზნესმენის მიმართ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მიუხედავად მინდია გულუას რამდენიმე მცდლობისა, ოფიციალურად მიეღო პასუხი საქართველოს ხელისუფლებისაგან მისი ბრალეულობის შესახებ, ოფიციალური პასუხი დღემდე მიღებული არ აქვს.