დღეს, 1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ევროპის სახლში "თბილისის ფოტოფესტივალი 2012" ფარგლებში გამოფენა "შავი ზღვის ფერები-ზამთრის მოგზაურობა" გაიმართება.
ექსპოზიციაზე ფოტოხელოვანის კლაუდი სლუბანის მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
"თბილისის ფოტოფესტივალი 2012" ევროპული კვირეულის ფარგლებში იმართება.
ევროპული კვირეულის მიზანია გააღრმავოს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.