დღეს, 1-ელ ივნისს, 12:00 საათიდან ილიას ტბის ბულვარში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან, კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტიდან: შეზღუდული შესაძლებლობების, მცირე საჯარო სახლისა და დღის ცენტრის ბენეფიციარების, სკოლა-ინტერნატის, მცირე ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქველმოქმედო კავშირის აღსაზრდელები.
ღონისძიების ორგანიზატორია კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია. ბავშვთა საერთაშორისო დღეს ბავშვებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მიულოცავს.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება საბავშვო ანსამბლების კონცერტი თეატრონზე, სპორტული და გასართობი ღონისძიებები და თოჯინების თეატრი.