დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო და საინფორმაციო სამსახური ბავშვებისთვის ახალი პროგრამის - "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს" - მორიგ შემეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილს ჩაატარებს. ამჯერად მოზარდები მოზაიკის ხელოვნებას ეზიარებიან.
შუხუთის აბანოს, ძალისის "ტაძარ-სასახლის", ბიჭვინთის, წრომის, გელათის ტაძრებისა და უძველესი ბიზანტიური მოზაიკის ნიმუშების მაგალითზე, ბავშვები ჯერ მოზაიკის მნიშვნელობასა და დანიშნულებას, მის შექმნის ტექნიკას გაეცნობიან, ხოლო შემდგომ ბისერებით თავად ააწყობენ სხვადასხვა კომპოზიციას.
"ქართული მონუმნტური მხატვრობისა" და "ქართველთა უძველესი საცხოვრებლების შემდეგ", "რა არის მოზაიკა?" - რიგით მესამე თემაა, რომელიც პროგრამის "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს'' ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია გაუღვივოს მოზარდებს სიყვარული მშობლიური ისრტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი, დაეხმაროს მოსწავლეებს კულტურული ფასეულობებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და საშუალება მისცეს პატარა ასაკიდან გაეცნონ ხელოვნების ამა თუ იმ დარგის პროფესიულ საიდუმლოებებს.
პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ათი სხვადასხვა თემაა განსაზღვრული.