გერმანიის მთავრობა საქართველოს 52 მლნ ევროს შეღავათიანი სესხისა და გრანტის სახით 5,25 მლნ ევროს გამოუყოფს. თანხის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება მხარეებს შორის დღეს გაფორმდა. როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანიის დელეგაცია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური მინისტრის დირკ ნიბელის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში 31 მაისს შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი გვინდაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. გერმანიის ფედერალური მინისტრი პირადად დაესწრო გერმანულ მხარესთან რამოდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოსა და გერმანიის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ისტორიული პორტფელი დაახლოებით 400 მლნ ევროს შეადგენს. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები საერთო მოცულობით 225 მლნ ევრო. უახლოეს პერიოდში ახალი პროექტების დასაფინანსებლად დაგეგმილია დამატებით 85 მლნ ევროს გამოიყოფა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. დიმიტრი გვინდაძის თქმით, საქართველოს გერმანიასთან თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება აქვს: ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება, თანამშრომლობა ეკოლოგიისა და დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით, თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
31 მაისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა სამთავრობო შეთანხმებას 2011-2012 წლებში ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად, გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს დაახლოებით 52,0 მლნ ევროს შეღავათიანი სესხის სახით და 5,25 მლნ ევროს გრანტის სახით. ხელშეკრულება გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოშიორთვინ ჰენიგმა. შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია - შეღავათიანი სესხი 7 მლნ ევროს ოდენობით; მყარი ნარჩენების მართვა იმერეთის რეგიონში - შეღავათიანი სესხი 20 მლნ ევროს ოდენობით და გრანტი 2 მლნ ევროს ოდენობით; განახლებადი ენერგიის პროგრმა, რომელიც დაფინანსდება საქართველოში არსებული კომერციული ბანკების გავლით - 25.75 მლნ ევრო; დაცული ტერიტორიების განვითარება - 4.25 მლნ ევროს ოდენობის გრანტი.
ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის 7 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) გამოყოფს. შეთანხმება გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, KfW-ს ვიცე-პრეზიდენტმა როლანდ ზილერმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა კარსტენ კილიანმა.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აჭარაში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში ერთ-ერთი ფლაგმანური პროექტია. პროექტი ხორციელდება სამ ფაზად და ითვალისწინებს ბათუმში წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, წყლის რეზერვუარების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა - რეაბილიტაციას, აგრეთვე საკანალიზაციო სისტემის შექმნას აჭარის რეგიონში. აღნიშნულის განხორციელების მიზნით გერმანიის მთავრობის მიერ (KfW-ს მეშვეობით) უკვე გამოყოფილია ფინანსური რესურსი დაახლოებით 102 მლნ ევროს (მათ შორის დაახლოებით 19.44 ევრო გრანტის სახით) ოდენობით. პროექტის განხორციელებახელსშეუწყობსაჭარაშიტურიზმისკიდევუფროსწრაფგანვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურებისხარისხსდაწაახალისებსკერძოინვესტიციებისშემოდინებას რეგიონში.
დღესვე ხელი მოეწერა შეთანხმებას „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში" პროექტის თანმდევი ღონისძიებებისთვის KfW-ს მიერ დამატებით 250 ათასი ევროს გრანტის გამოსაყოფად. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საკონსულტაციო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში KfW-ს მიერ უკვე გამოყოფილია გრანტის სახით 10 მლნევრო, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების რეაბილიტაცია და ახალი სახლების მშენებლობა.