2 ივნისს ტურიზმის კვირეული ბათუმიდან ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში გადაინაცვლებს, სადაც CENN და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საპილოტე პროექტს - „ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ და ღვინის ტურიზმი" - გახსნიან.
საპილოტე პროექტი - - „ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ და ღვინის ტურიზმი" ხორციელდება CCADM („კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფბის რისკის შემცირება") ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით CENN ახორციელებს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში. ინიციატივის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.