მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად იაშვილის სახელობის კლინიკაში სამი ბავშვი მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საჩხერიდან გადმოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის პრეპარატები მიიღეს.
საავადმყოფოში ბავშვებს შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ. ერთი მათგანი კლინიკიდან უკვე გაეწერა. დანარჩენი ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის.