სამხრეთკორეულმა Hyundai Motor Company-მ განვითარების სტრატეგია შეცვალა და და გადაწყვიტა ავტომობილების ხარისხი მაქსიმალურად გააუმჯობესოს. ეს, თავის მხრივ, ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს.
"უახლოეს პერიოდში წარმოების ზრდას არ ვგეგმავთ. კომპანია ორიენტირებული იქნება ინვესტირებაზე, ხარისხისა და დიზაინის  გაუმჯობესებაზე", - განაცხადა  "Hyundai Motor"-ის უკრაინის წარმომადგენლობის ფინანსურმა დირექტორმა გენადი  ჩეტვერხიმ.