"გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმის წარმატებით რეალიზაცია სირიაში შეუძლებელია ტერორიზმის დამარცხების გარეშე, ასევე ამ ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდის შეწყვატის გარეშე", _ ეს განცხადება სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა კოფი ანანთან შეხვედრისას გაკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
კოფი ანანისა და ბაშარ ასადის შეხვედრის მთავარი თემა ქალაქ ხამაში მოწყობილი სისხლიანი სასაკლაო იყო, რომლის დროსაც ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღიუპა, მათ შორის ათობით ბავშვი. ამასთან ერთად, დადგენილია ასევე ის, რომ ხულაში დაღუპულთა უმრავლესობა დახვრეტილია, უმცირესობა კი ავიადარტყმებს შეეწირა. თვითმხილველები ამ ტრაგედიაში სირიელ სამხედროებს ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი ამ ტრაგედიაში თავის ბრალეულობას უარყოფს.