საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო პოტრჟებსკაიას განცხადებით, მთავრობამ მაია მიმინოშვილს სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობები შესთავაზა, რაზედაც მიმინოშვილმა უარი განაცხადა.
"მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მაღალ თანამდებობასა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში ელჩობასაც სთავაზობდა, თუმცა მიმინოშვილმა ამ შეთავაზებებზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, კიდევ ვერ მოხერხდა პოზიციების შეჯერება და მინისტრმა მიიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" პოტრჟებსკაიამ.
შეგახსენებთ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.