ხვალ, 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალციხეს ეწვევა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, დავით ბაქრაძე ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრება და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს. ყურადღება რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტემებზეც გამახვილდება.
ხვალვე დავით ბაქრაძე ახალციხეში განახლებულ რაბათს დაათვალიერებს.