გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო-მასალა უახლოეს წუთებში გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".