საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "იმათ, ვინც გვებრძვის, ყველაზე მეტად აღიზიანებთ ქუთაისში პარლამენტი, როგორც თანასწორობის სიმბოლო".
"ყველაზე მეტად რა აღიზიანებთ ამ ხალხს ვინც ჩვენ გვებრძვის? აღიზიანებთ ეს თანასწორობა, ქუთაისში პარლამენტი, როგორც თანასწორობის სიმბოლო, აღიზიანებთ ჩვენი შუშის კონსტრუქციები და ის, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ხალხმა გაუგო გემო პროგრესს, ხალხმა გაუგო გემო წინსვლას და ვერანაირი მექამნიზმებით, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი მოსყიდვებით, ვერანაირი დაშინებებით, ვერანაირი შელოცვებით, ვერანაირი დაგინებებით ამ ხალხს უკან ვეღარავინ დააბრუნებს. ეს არის მთავარი, რაც შეიცვალა", _ განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას, სადაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო კლინიკა გახსნა.