გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უკვე წერენ გაცხადებებს სამსახურიდან წასვლის შესახებ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის კანცელარიაში სამსახურიდან წასვლის შესახებ 50-მდე განცხდება შევიდა.
სამსახურიდან წასვლის შესახებ კანცელარიაში ყოველწუთს შედის ცენტრის თანამშრომლებთა განცხადებები.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".