"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას დაწყებას არ ჩქარობს. ამის შესახებ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისი თქმით, კამპანიას ოფიციალურად მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ამის აუცილებლობა დადგება და ამ ეტაპზე, არსებული გეგმით მუშაობენ.
"ამ გეგმის მიხედვით, ჩვენთვის მთავარია, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ, ვინ არის ქვეყანაში ახლა არსებული პრობლემების მომგვარებელი და ეს ჩვენთვის, უპირველესად, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვაა, დაზღვევის გავრცელება საქართველოს მოქალაქეებზე, საპენსიო ზრდის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობაში თანხის ჩადება. ჩვენთვის მთავარია, ამ პრინციპების ერთგულები ვიყოთ და ვაჩვენოთ მოქაალქეებს, როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას", - განმარტა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ივნისის ბოლოს საქართველოს ყველა თემში ექნება შეხვედრები ჩატარებული.