„გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურს ტოვებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ეს" ცენტრიდან აცნობეს, მზადდება თანამშრომელთა განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთში გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".