ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ "ჩელენჯ ტროფის" ფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთის ნაკრებთან 28:30 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სერგო დათუკაშვილი იყო, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში 11 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თევზაძე, დათუკაშვილი (11 გოლი), რუსია (5), მსხვილიძე (4), ტალახაძე (3), ჩიქოვანი (2), ჭანტურია (1), კალანდაძე (1), კირილოვი (1), მაისურაძე; ამირანაშვილი, ყიფიანი, გოგალაძე, სამყურაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მერაბ მეტრეველი
მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე