ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ახალ ზელანდიაში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა შეხვედრაში მონაწილეობს.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ველინგტონში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა სხოდმას ესწრება. ღონისძიებას, რომელიც ახალი ზელანდიის პარლამენტში მიმდინარეობს, მმართველი "ნაციონალური პარტია" და პრემიერ მინისტრი ჯონ კეი მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. გიორგი რუხაძე შეხვედრებს ასევე გამართავს პარლამენტში და "ნაციონალური პარტიის" სათავო ოფისში
საერთაშორის დემოკრატიული კავშირი (IDU), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერ-პარტიული გაერთინებაა, 80-ზე მეტ მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიას აერთიანებს, მათ შორის, გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს, ბრიტანელ კონსერვატორებსა და ამერიკელ რესპუბლიკელებს. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირის სრული წევრი 2011 წელს გახდა.