გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობებს დროებით მისი მოადგილე შეასრულებს. სამინისტროს ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმინოშვილს პოსტი "რეფორმების განხორციელების პროცესში პრინციპული შეუთავსებლობის გამო დაატოვებინეს".